ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა | Allnews.Ge

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა

ავსტრიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "მწვანეთა პარტიის" ყოფილმა ლიდერმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. მას ამომრჩევლის 50,35-მა მისცა ხმა.

ვან დერ ბელენის მთავარმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიიის" კანდიდატმა ნორბერტ ჰოფერმა საკუთარი დამარცხება აღიარა.

ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 22 მაისს ჩატარდა.

როგორც ცნობილია, არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატ ზომიერ მემარცხენე ცენტრისტული პოზიცია უკავია და ის ევროინტეგრაციის მომხრეა.

myquiz