ტაილანდის სკოლა-პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 17 გოგონა ემსხვერპლა | Allnews.Ge

ტაილანდის სკოლა-პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 17 გოგონა ემსხვერპლა

ტაილანდში სკოლა-პანსიონატში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 გოგონა ემსხვერპლა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია ჩიანგრაიში მოხდა.

ორ მოსწავლე გოგონას ამ დრომდე ეძებენ. კიდევ ხუთი ხანძრის შედეგად დაშავდა, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.

"ბიბისი"-ს ცნობით, აღნიშნულ სკოლა-პანსიონატში 3-დან 13 წლამდე გოგონები სწავლობენ, მეტწილად ღარიბი ოჯახებიდან.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

myquiz