დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ბოლო ქარხანა დაიხურა | Allnews.Ge

დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ბოლო ქარხანა დაიხურა

დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ბოლო ქარხანა დაიხურა. ნოტინგემში მდებარე ქარხანა Imperial Tobacco ამიერიდან მუშაობას აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ბაზრებზე გააგრძელებს.

1972 წელს ააშენებული ფაბრიკის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

წლის განმავლობაში ფაბრიკაში ყველაზე მეტი რაოდენობის თამბაქო - 52 მილიარდი სიგარეტი აწარმოეს, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში სიგარეტზე მოთხოვნა შემცირდა, ამიტომაც მათმა შემოსავლებმა და წარმოებამაც იკლო.

ევროკავშირში თამბაქოს ყველა ნაწარმი ერთნაირი კოლოფებით გაიყიდება

myquiz