კიმ ჩენ ინმა მოწევას თავი დაანება | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინმა მოწევას თავი დაანება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, 33 წლის კიმ ჩენ ინმა მოწევას თავი დაანება. ამის შესახებ სამხრეთკორეული მედია წერს. ამ დრომდე კიმ ჩენ ინი ცნობილი იყო როგორც აქტიური მწეველი, მას არაერთ ფოტოში სიგარეტი აქვს ხელში.

თუმცა, მარტის შემდეგ საზოგადოების წინაშე იგი თამბაქოთი აღარ გამოჩენილა. მისი ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობისთვის წამახალისებელი იყოს, რათა სხვებმაც დაანებონ მოწევას თავი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები მამაკაცების ნახევარზე მეტი მწეველია.

ქვეყნის ლიდერი კი მოსახლეობის აბსოლუტური უმრალესობისთვის მისაბაძია. ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება მოსახლეობაზე დადებითად აისახება. ამას გარდა, ეს ქვეყანა ცნობილია სიღარიბის მაღალი დონით და მიჩნეულია, როგორც ყველაზე არადემოკრატიული რესპუბლიკა.

ჩრდილოეთ კორეაში ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიის გამართვა აიკრძალა

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მედია ჩრდილოეთის ლიდერს ძირითადად უარყოფით კონტექსტში აშუქებს, დადებით კონტექსტში მოხსენიების შემთხვევები კი იშვიათია.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

"უჩვეულო" პროდუქცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ექსპორტზე გააქვს

 

myquiz