EgyptAir-ის გაუჩინარებული ლაინერი ეგეოსის ზღვაში ჩავარდა | Allnews.Ge

EgyptAir-ის გაუჩინარებული ლაინერი ეგეოსის ზღვაში ჩავარდა

ავიაკომპანია EgyptAir-ის გაუჩინარებული ლაინერი ეგეოსის ზღვაში, ბერძნული არქიპელაგის, დოდეკანესის ერთ-ერთ კუნძულ კარპატოსთან ჩავარდა.

ამის შესახებ სააგენტო AFP -ს საბერძნეთის საავიაციო სტრუქტურებში წყარომ აცნობა. თუმცა, ეგვიპტის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

პრემიერ-მინისტრ შარიფ ისმაილის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, თუ რა შეემთხვა თვითმფრინავს, რადგან სამძებრო სამუშაოები არ დასრულებულა.

მანამდე, სააგენტო Associated Press-ს ეგვიპტის ავიაციის სამინისტროში არაოფიციალურად განუცხადეს, ლაინერმა კატასტროფა განიცადა.

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.

ეგვიპტური ლაინერის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს

myquiz