უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა | Allnews.Ge

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში განაცხადეს.

ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით 300 000 ადამიანს დახმარება დაუყონებლივ სჭირდება.

როგორც უკრაინაში გაერო-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯანკარლო სტოპონიმ განაცხადა, საკვები პროდუქტების ყველაზე მწვავე დეფიციტი ლუგანსკის ოლქის რაიონებშია.

გაერო-ს სასურსათო პროგრამა უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას 2014 წლის ნოემბრიდან ეხმარება.

myquiz