აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და მისი ფილიალები ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ | Allnews.Ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და მისი ფილიალები ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ

"ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და მისი ფილიალები უახლოეს მომავალში ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.

დოკუმენტი საფრთხეების შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ თავდასხმებს სავარაუდოდ ცალკეული ტერორისტები განახორციელებენ.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყება მიიჩნევს, რომ ტერაქტების განხორციელების რისკი უკავშირდება ევროპაში სირიასა და ერაყიდან ისლამისტების დაბრუნებას.

ტერორისტების თავდასხმის ობიექტები შესაძლოა გახდეს თეატრები, ღია ბაზრები, ავიასამსახურები, სატრანსპორტო სისტემები, სპორტული ღონისძიებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

დოკუმენტების თანახმად, ტერაქტები მოსალოდნელია მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში.

myquiz