საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია | Allnews.Ge

საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია

საბერძნეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ათენმა გადაწყვეტილება მიგრაციული კრიზისის საკითხზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მწვავე უთანხმოების ფონზე მიიღო.

საბერძნეთმა ელჩის გაწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ავსტრიამ მიგრანტების საკითხზე შეხვედრა ბალკანეთის ქვეყნებთან გამართა, თუმცა საბერძნეთი არ მიიწვია.

ათენმა ეს ნაბიჯი "არამეგობრულ ქმედებად" შეაფასა და ელჩი "კონსულტაციებისთვის" გაიწვია, – წერს "ბიბისი".

myquiz