Mars-ის, Snickers-ისა და Milki Way-ის პროდუქციაში პლასტმასი იპოვეს | Allnews.Ge

Mars-ის, Snickers-ისა და Milki Way-ის პროდუქციაში პლასტმასი იპოვეს

შოკოლადის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Mars Inc. შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასის გამო, პროდუქციას მსოფლიოს 55 ქვეყნიდან გაიწვევს.

კომპანიის ინფორმაციით, გერმანიაში 8 იანვარს შეძენილ "სნიკერსში" წითელი პლასტიკა აღმოჩნდა. კონკრეტული შოკოლადი ჰოლანდიის ქალაქ ფეხელში მდებარე საწარმოში იყო დამზადებული.

წინასწარი ინფორმაციით, შოკოლადში პლასტმასის ერთ-ერთი დეტალი მოხვდა, რომელიც წარმოებაში გამოიყენება.

კომპანიის ცნობით, გაწვევა შეეხება  Mars, Snickers, Milki Way Minis, Milki Way Miniatures და Celebrations-ის კანფეტების ნაკრებს, რომელთა ვარგისიანობის ვადა 2016 წლის ივნისამდე და 2017 წლის იანვრამდეა.

ნიდერლანდებში მდებარე "მარსის" საწარმო პროდუქციით მთელ მსოფლიოს ამარაგებს. ეს პირველი შემთხვევაა საწარმოში, რომელიც 1963 წლიდან მუშაობს.

myquiz