ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული | Allnews.Ge

ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული

ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვია დაკარგული, - ამის შესახებ ევროპული მედია "ევროპოლზე" დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დაკარგული მცირეწლოვნების უმრავლესობა შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს. "ევროპოლის" წარმომადგენლის, ბრაიან დონალდის თქმით, მცირეწლოვნები მიმღებ ქვეყანაში დარეგისტრირების შემდეგ გაუჩინარდნენ. მხოლოდ იტალიაში 5 000 ბავშვი დაიკარგა, შვედეთში კი - 1 000.

"არ იქნება გონივრული ვთქვათ, რომ ჩვენ 10 000-ზე მეტ ბავშვს ვეძებთ, ყველანი ექსპლუატაციის მსხვერპლი არ იქნება. ჩვენ უბრალოდ, არ ვიცით ისინი სად არიან, რას აკეთებენ და ვისთან ერთად არიან", - განაცხადა ბრაიან დოლანდმა.

ორგანიზაცია save the children-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში დაახლოებით 26 000 ბავშვი ჩავიდა თანმხლები პირების გარეშე. "ევროპოლის" მონაცემებით კი, ევროპაში ჩასული მიგრანტების 27 პროცენტი არასრულწლოვანი იყო. გაერო-ს ბავშვთა ფონდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უფრო მეტი ნაბიჯები გადადგან მიგრანტი ბავშვების დასაცავად.

myquiz