საუდის არაბეთი უდაბნოებში ქალაქების მშენებლობას იწყებს - იხილეთ ფოტოგალერეა | Allnews.Ge

საუდის არაბეთი უდაბნოებში ქალაქების მშენებლობას იწყებს - იხილეთ ფოტოგალერეა

საუდის არაბეთი მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა უკანასკნელ პეროიდში ნავთობზე ფასების კლებამ ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ზარალი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ნავთობმომპოვებლებისთვის ანაზღაურების გადახდაც კი გაუჭირდა.

ეკონომიკისთვის შეღავათის მისაცემად ხელისუფლებამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საუდის არაბეთის მასშტაბით უდაბნოებში ქალაქების მშენებლობა დაიწყო. რამდენიმე ასეული კვადრატული კილომეტრი უდაბნოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად გარდაქმნისას ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და საინვესტიციო ბაზარი იქმნება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საუდის არაბეთის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას.

ერთ-ერთი მსგავსი ქალაქის მოდელი, რომლის დასრულება 2020 წლისთვის სრულად იგეგმება ქვემოთ არის მოცემული.

საუდის არაბეთი "ცოდნის ეკონომიკურ ქალაქს" (Knowledge Economic City) მედინაში წითელი ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 95 კილომეტრის მოშორებით აშენებს.

ქალაქის განვითარებაზე 7 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და ის რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრზე იქნება გადაჭიმული.

"ცოდნის ეკონომიკურ ქალაქში", იქ სადაც საცხოვრებელი სახლები განთავსდება მოეწყობა სკვერები, სათამაშო მოედნები, მეჩეთები, მაღაზიები ასევე სავარჯიშო და საცურაო დარბაზები.

ერთ-ერთ უბანში 900 ვილა აშენდება, რომელსაც მსგავსი იერსახე ექნება.

სავაჭრო ცენტრში იქნება დიდი ადგილი ავტომობილის შოურუმებისთვის, ასევე განთავსდება რესტორნები, კაფეები და ამერიკული საკვებისთვის განკუთვნილი ადგილები.

საუდის არაბეთის ხელისუფლების მტკიცებით, ქალაქის განვითარების პროცესში 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

myquiz