უშგულში კოშკი ჩამოინგრა | Allnews.Ge

უშგულში კოშკი ჩამოინგრა

მესტიის რაიონის სოფელ უშგულში ძლიერი წვიმის შედეგად კოშკი ჩამოინგრა. როგორც მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, ნანგრევებმა კოშკის გვერდით მდგარი მაჩვიბიც (ძველი სვანური სახლი) დააზიანა.

"ამ კოშკის გვერდით კიდევ არის საცხოვრებელი სახლი, სადაც მუშები ცხოვრობენ, თუმცა ნანგრევები ამ შენობას არ შეხებია და საბედნიეროდ, დაშავებულიც არავინაა", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

სპეციალური ჯგუფი კოშკის მდგომარეობას უკვე სწავლობს.

myquiz