რაში ხარჯავენ ტურისტები ფულს საქართველოში? | Allnews.Ge

რაში ხარჯავენ ტურისტები ფულს საქართველოში?

გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ეგზოტიკური და უნიკალური კერძები, მეგობრული საზოგადოება, დაბალი ფასები - ესაა მთავარი მიზეზები, რის გამოც ტურისტები საქართველოს სტუმრობენ. ტურიზმიდან შემოსული თანხა საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს. საინტერესოა, ძირითადად რაში ხარჯავენ თანხას უცხოელი ვიზიტორები საქართველოში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ თვიურად ტურისტებმა 114,7 მილიონი ლარი დახარჯეს. აქედან 2,4 მილიონი ლარი დაიხარდა განთავსებაზე, 1,4 მილიონი ლარი - გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, 24,5 მილიონი ლარი - კვებაზე, 35,9 მილიონი ლარი - საყიდლებზე, 22 მილიონი ლარი - ტრანსპორტზე, სხვა ხარჯები კი 28,7 მილიონი ლარი დაფიქსირდა.

რომელ კერძებს უკვეთავენ უცხოელები საქართველოში ყველაზე ხშირად

ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ტურისტების საშუალო ყოველთვიური დანახარჯები საქართველოში. 2016 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ თვიურად ტურისტებმა 109,2 მილიონი ლარი დახარჯეს. საერთო რაოდენობიდან 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯა განთავსებაზე, 1,1 მილიონი ლარი გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, 23,6 მილიონი ლარი - კვებაზე, 30,9 მილიონი ლარი - საყიდლებზე, 19,8 მილიონი ლარი - ტრანსპორტზე. 30,6 მილიონი ლარი კი სხვა ხარჯები დაფიქსირდა.

საქართველოში 2017 წლის პირველ კვარტალში უცხოელი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 977 500 შეადგინა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში უცხოეული ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა ოდნავ მეტი, 987 600 იყო.

 

ნანა მღებრიშვილი

myquiz