აჭარას რუსი ბლოგერები სტუმრობდნენ | Allnews.Ge

აჭარას რუსი ბლოგერები სტუმრობდნენ

აჭარას რუსი ბლოგერები სტუმრობდნენ. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა. ოთხდღიანი მედიატურისას მონაწილეები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს გაეცნენ.

ბლოგერებმა დაათვალიერეს მტირალას ერონული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, კურორტი გოდერძი და მწვანე ტბა. მათ აჭარაში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და კერძების მომზადების მასტერკლასებში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

ივნისის ბოლომდე ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მკითხველებს გაუზიარებენ. სოციალურ ქსელებში მათი მიმდევრების რაოდენობა 15 000 -დან 129 000-მდე მერყეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებსა და ბლოგერებს რეგიონში 16 ქვეყნიდან იწვევს. აჭარას ამ ეტაპზე უკვე 80-მდე ჟურნალისტი სტუმრობდა. კვირის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანელი ჟურნალისტების პრესტურსაც გაუწევს ორგანიზებას.

myquiz