აჭარის სარეკლამო სტატიები და რეპორტაჟები ყაზახეთში რეიტინგულ მედიაში გამოქვეყნდება | Allnews.Ge

აჭარის სარეკლამო სტატიები და რეპორტაჟები ყაზახეთში რეიტინგულ მედიაში გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო სტატიები და ტელე-რეპორტაჟები ყაზახურ მედიაში გავრცელდება. პოპულარული ტელეკომპანიის "31 არხი", ვებ-გვერდის tengrinews.kz, ეარ ასტანას საბორტო ჟურნალისა და სხვა მედიასაშუალებების რეპორტიორები რეგიონს სამი დღით სტუმრობდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ასევე, სტუმრობდნენ მაღალმთიან აჭარას, სადაც ფოლკლორი და ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასები გადაიღეს.

აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო სტატიები და რეპორტაჟები ყაზახეთში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდება. გარდა პრეს ტურისა, ყაზახეთიდან რეგიონს სტურობდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყაზახეთში აჭარის რეკლამირებას გარე და ინტერნეტ რეკლამით ეწევა. რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო ბანერები ყაზახეთის სამ მსხვილ ქალაქშია განთავსებული.

myquiz