ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქმა ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქმა ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლა

ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე დახურული და ამოუცნობი ქვეყანაა. მოცემული მომენტისთვის, კომუნისტურ კორეაში მოხვედრა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ტურისტული ვიზიტიც კი საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. თანაც ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, ვისაც მოგზაურობა არ იტაცებს, თუმცა ცნობისმოყვარეობა აწუხებს.

სწორედ მსგავსი ცნობისმოყვარე ადამიანებისთის შვედური სტარტაპის SceneThere-ის წყალობით, ფხენიანმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, რომლის დათვალიერებაც ახლა სახლიდან გაუსვლელადა არის შესაძლებელი.

SceneThere-ის დამფუძნებელმა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ცხოვრების რიტმი 360-გრადუსიანი კამერით გადაიღო და შეძლო, ქალაქი ეჩვენებინა ისე, როგორც მას ყოველდღე ადგილობრივები ხედავენ. პროგრამის საშუალებით, ღირსშესანიშნაობების მონახულება, ქალაქში ხეტიალი და ადგილობრივების ცხოვრების წესზე დაკვირვებაც შესაძლებელია.

პროგრამა ღირსშესანიშნაობების შესწავლის საშუალებასაც იძლევა, მათთვის ყველა მხრიდან შემოვლაც შეიძლება, სიმარტივისთვის კი ისინი მკვეთრად არის აღნიშნული მრგვალი ნიშნებით.

ოპერატორმა, მარკუს ოლსენმა განმარტა, რომ გადაღებისას მას ხელს არავინ უშლიდა ადგილობრივები კი სტუმართმოყვარეობას ამჟღავნებდნენ. პროგრამა უკვე მზადაა და სულ მალე Oculus Store-ზე აიტვირთება.

myquiz