ფარერის კუნძულებზე ქალების დეფიციტია | Allnews.Ge

ფარერის კუნძულებზე ქალების დეფიციტია

ფარერის კუნძულებზე ქალების ნაკლებობას განიცდიან. სწორედ ამიტომ, ფარერის კუნძულების მამრობითი სქესის წარმომადგენლები იძულებულნი არიან საყვარელი ადამიანები საცხოვრებლიდან შორს, უფრო ხშირად, ტაილანდსა და ფილიპინებზე ეძებონ. თუმცა, ამ ისტორიაში გაცილებით საინტერესო სწორედ იმ ქალების პირადი გამოცდილებაა, რომლებმაც ტროპიკები ამ ქარიან არქიპელაგზე გაცვალეს.

ტაილანდიდან ფარერის კუნძულებზე გადმოსვლისას, სადაც ზამთარი 6 თვეს გრძელდება, ზაფხულში კი მცხუნვარე მზე ჰაერს სულ რაღაც 16 გრადუსამდე ათბობს, ათაია სლათელიდის ერთადერთი იმედი სახლში მდგარი გამათბობელი, იყო, რომელსაც დღის განმავლობაში თითქმის არ შორდებოდა.

"გარშემომყოფები მეუბნებოდნენ, რომ გარეთ გავსულიყავი და მზეზე გავმთბარიყავი, მაგრამ ჩემი ერთადერთი პასუხი იყო: არა! თავი დამანებეთ, მცივა."- იხსენებს ათაია.

მეუღლე მაშინ გაიცნო, როდესაც იანი ფარერელ მეგობართან ერთად, სამუშაოდ ტაილანდში ჩავიდა. იანმა თავიდანვე იცოდა, რომ მისი მეუღლის ამ რთული კულტურის, ამინდისა და ლანდშაპტის ქვეყანაში წაყვანა უკვე დიდი გამოწვევა იქნებოდა, თუმცა, გრძნობდა რომ ათაია ამასთან გამკლავებას შეძლებდა.

მზაობის მიუხედავად, კულტურული შოკი მაინც რთულად გადასატანი აღმოჩნდა. დანიის სამეფოს ამ ოფიციალურ ნაწილს, საკუთარი ენა და გამორჩეული კულტურა აქვს, განსაკუთრებით თუ საკითხი საკვებს ეხება, სადაც აზიური სანელებლები აბსოლუტურად უცხო და ფაქტობრივად გამოუყენებელია.

პირველმა შოკმა უკვე გაიარა, ათაია კულტურასაც შეეგუა და სამსახურიც იშოვა. თუმცა, როდესაც პირველი შვილი შეეძინა და სახლში ყოფნა მოუხდა, პირდაპირი მნიშვნელობით მარტო დარჩა. მისი ასაკის ქალების უმეტესობა მუშაობდა და ვინც არ მუშაობდა, მასზე გაცილებით უფროსი იყო. ათაია ამბობს, რომ როდესაც მისი შვილი წამოიზარდა, ირგვლივ არავინ იყო ვისთანაც ის თამაშს შეძლებდა.

როგორც ჩანს, დეპრესია ფარერის კუნძულებზე ოჯახის შექმნის მიზნით ჩასული ქალებისთვის უცხო სულაც არ არის, ასეთი ქალი კი 50 ათასიანი პოპულაციის ტერიტორიაზე, უკვე 300-ია. ერთი შეხედვით, რაოდენობა შთამბეჭდავი სულაც არ არის, მაგრამ ფილიპინელი და ტაილანდელი ქალები კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ.

myquiz