როგორ გამოიყურება ჩერნობილი ახლა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ჩერნობილი ახლა

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი გადაიარა. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

ჩერნობილის ავარია საბჭოთა კავშირისთვის უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა გახდა, რის გამოც, მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ავარიის შედეგად, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან 5 000 000 ჰექტარი მიწა ამოიღეს, ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილია 30 კილომერიანი "განადგურების ზონა", განადგურებულია და დამარხულია ასობით პატარა დასახლებული პუნქტი.

ჩერნობილის კატასტროფა, დაღუპულთა რაოდენობით შესამჩნევად აღემატება ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატამური დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობას.

myquiz