ენა, რომელიც მალე "მოკვდება" | Allnews.Ge

ენა, რომელიც მალე "მოკვდება"

ისლანდიური ენა გაქრობის პირასაა - ამის შესახებ ლინგვისტიკის ექპერტები თანამედროვე საზოგადოების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე იუწყებიან.

ქვეყანაში ინგლისური ენის ფართო გამოყენებამ ტურისტული თუ ტექნოლოგიური დანიშნულებით, თანდათანობით შეამცირა ისლანდიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა, რომელთა რიცხვი ამჟამად 400 ათასს არ აღემატება.

ისლანდიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის ასგერ იონსონის განმარტებით, საკუთარი ენის გარეშე ისლანდიას შესაძლოა "ტვინების მასშტაბური გადინება" დაემუქროს.

პრობლემა უფრო ღრმა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ტექნოლოგიები ისლანდიურ ენას არ "კითხულობს". იმავე უნივერსიტეტის ენათმეცნიერის, ეირიკურ როგვალდსონის თქმით, მოზარდები სკოლაში ისლანდიურ ენას საკმარის დონეზე არ სწავლობენ.

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ენა იკარგება მაშინ, როდესაც მოსახლეობა მის აქტიურ გამოყენებაზე ხელს იღებს.

myquiz