ძლიერი ქარის გამო, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეისი გაუქმდა | Allnews.Ge

ძლიერი ქარის გამო, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეისი გაუქმდა

ძლიერი ქარის გამო, გუშინ ღამით თბილისი-სტამბოლის მიმართულებით TURKISH AIRLINES-ის რეისი გაუქმდა. ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს.

გარდა ამისა, თელ-ავივიდან მომავალ თვითმფრინავი თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა, მანამდე კი ერევანში მოუწია დაჯდომა. ხოლო უკრაინის ავიახაზების, Pegasus-ისა და Fly Dubai-ს თვითმფრინავებმა რამდენიმეწუთიანი შეფერხების შემდეგ მოახერხეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა.

სხვა რეისები განრიგის მიხედვით შესრულდა.

myquiz