ევროპის რომელი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ორი პასპორტით | Allnews.Ge

ევროპის რომელი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ორი პასპორტით

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი ევროპის ქვეყნებში არაერთგვაროვანია. მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის მოქალაქეს სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაც სურს, ის ვალდებულია დათმოს გერმანული პასპორტი.

თუმცა, ამ სისტემას ჰყავს გამონაკლისები, რომელთა შორის შედიან ევროკავშირისა და შვეიცარიის მოქალაქეები, აგრეთვე იმიგრანტთა შვილები და შვილიშვილები. გემრანიაში ასეე არსებობს მოქალაქეობის დაბადებისთანავე გაცემის პრაქტიკაც, თუმცაღა გარკვეული შეზღუდვებით.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამ ეტაპზე გერმანიაში 4,3 მილიონი ადამიანი სარგებლობს ორმაგი ანმეტი მოქალაქეობით. ხუთიდან ერთ თურქი იმიგრანტის შთამომავალი გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეა.

საფრანგეთი

გერმანიისგან განსხვავებით, საფრანგეთსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა ნებადართულია. ქვეყანაში ორმაგი ან მეტი მოქალაქეობის მიღება 1973 წლიდან არის დაშვებული. საფრანგეთში აგრეთვე არსებობს "jus soli"-ს პრაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაიბადა საფრანგეთში და ქვეყანაში 5 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა, მიუხედავად მისი მშობლების ეროვნებისა, დაბადებისთანავე ენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

შვედეთი

გერმანიის მსგავსად, შვედეთი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა ორმაგ მოქალაქეობაზე, თუმცაღა დღესდღეობით ქვეყნის პოლიტიკა ამ კუთხით შეიცვალა. 2001 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის უფლებას იძლევა. შვედეთში ორი პასპორტი განიხილება არა როგორც პრობლემა, არამედ როგორც მოქალაქეების ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

დანია, ფინეთი, ნორვეგია

2014 წელს დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც იძლევა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას. მსგავსი კანონი ფინეთში 2003 წლიდან მოქმედებს, ნორვეგიაში ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz