რას ყიდულობენ აეროპორტებში ყველაზე ხშირად? | Allnews.Ge

რას ყიდულობენ აეროპორტებში ყველაზე ხშირად?

საკუთარი რეისის მოლოდინში ზოგჯერ აეროპორტში გარკვეული პერიოდით დაყოვნება გვიწევს. დროის გასაყვანად კი ხეტიალსა და მაღაზიების თვალიერებას ვამჯობინებთ. ბევრი ჩვენგანი ხელიდან არც ამ შესაძლებლობას უშვებს და მაღაზიაში შესული შენაძენის გარეშე არ გამოდის, მაგრამ საინტერესოა რა ნივთებს ვანიჭებთ უპირატესობას ჩვენი რეისის მოლოდინში და რას ყიდულობენ მგზავრები ყველაზე ხშირად.

Hudson Group-მა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესი ტურისტული მაღაზიების ქსელს აერთიანებს, მგზავრთა პრიორიტეტების ამსახველი ჩამონათვალი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბოთლი წყლის ღირებულება აეროპორტში გაცილებით მაღალია, მგზავრები უპირატესობას მაინც მას ანიჭებენ.

წყალი გამოქვეყნებული ჩამონათვალის პირველ 5 ადგილს იკავებს.

კიდევ რას სურთ მგზავრებს? - ტკბილეული. უფრო კონკრეტულად უპირატესობას M&M-ს ანიჭებენ. თუმცა სასმელების ჩამონათვალი რომ გავაგრძელოთ მგზავრები ხშირად დიეტურ კოლას, კოკა-კოლას და კოკა-კოლა ზეროს ყიდულობენ.

ჩამონათვალში ერთადერთი ნივთი, რომელიც საჭმელად არ გამოიყენება The Wall Street Journal-ია. მის შემდეგ მგზავრთა შორის პოპულარობით New York Post, The New York Times და USA Today სარგებლობენ.

ყველაზე პოპულარული ჟურნალების რიცხვს US Weekly, In Touch, The Economist, Life & Style, Star, Vanity Fair და OK. მიეკუთვნება.

myquiz