ახალი ზელანდიის სასამართლომ მდინარე იურიდიულ პირად ცნო | Allnews.Ge

ახალი ზელანდიის სასამართლომ მდინარე იურიდიულ პირად ცნო

ახალ ზელანდიაში ყველაზე გრძელვადიანი სასამართლო განხილვა დასრულდა.

160 წლის მანძილზე, მდინარე უონგანუის ნაპირზე მცხოვრები მაორის ტომი, მდინარის ცოცხალ არსებად აღიარებასა და მისთვის იურიდიული უფლებების მინიჭებას ითხოვდა. მაორის ტომი მდინარე უონგანუის საკუთარ წინაპრად მიიჩნევს.

15 მარტს, სასამართლომ მდინარე იურიდიულ პირად ცნო. ახლა მაორის ტომის წარმომადგენლებს, მდინარის სახელით, სასამართლო განხილვებში მონაწილეობა და ოფიციალური მიმართვების გაგზავნა შეეძლებათ.

მდინარეს ორი ოფიციალური მზრუნველი ეყოლება: ერთი - მაორის ტომიდან, მეორე - სახელმწიფოს წარმომადგენელი.

მაორის ტომთან მოლაპარაკებებს მინისტრი კრის ფინლეისონი აწარმოებდა. მისი თქმით, იმაში, რომ მდინარეს იურიდიული უფლებები მიენიჭა, გასაკვირი არაფერია. ფინლეისონმა ეს მოვლენა სააქციო საზოგადოების ან საოჯახო ფონდის შექმნას შეადარა.

myquiz