მალტის "ლაჟვარდოვანი ფანჯარა" გაქრა
ამიერიდან, მალტის ცნობილი "ლაჟვარდოვანი ფანჯრის" ნახვა შეუძლებელი იქნება, რადგან შტორმის შედეგად, ქვების ეს ბუნებრივი თაღი ზღვაში აღმოჩნდა. "ლაჟვარდოვანი ფანჯრის" ჩამონგრევას მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ამბავმა გული გაუტეხა.
2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, რომ მიუხედავად ეროზიის გარდაუვალობისა, სტრუქტურას უახლოეს პერიოდში ჩამონგრევა არ ემუქრებოდა.
მალტის ცნობილი თაღი, HBO-ს არანაკლებ ცნობილი სერიალის, "სამეფო კარის თამაშების" პირველ ეპიზოდში და კიდევ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა.
"ლაჟვარდოვანი ფანჯრის" დასაცავად ხელისუფლებამ დამატებითი ამკრძალავი ნიშნები და ჯარიმაც შემოიღო, რათა მნახველები თაღთან ახლოს არ მისულიყვნენ, თუმცა, ტურისტებისა და ადგილობრივების უმეტესობა აკრძალვას უბრალოდ უგულებელყოფდა.

მალტის მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ღირსშესანიშნაობასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში ცხადჰყოფდა, რომ ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე თაღს ეროზია ემუქრებოდა, ეს სამწუხარო დღეც დადგა.
8 ადგილი, რომელიც მალე აღარ იარსებებს
ამ დროისთვის "ლაჟვარდოვანის ფანჯრის" ადგილზე, ადგილობრივები და ტურისტები, შტორმის შედეგების სანახავად მიდიან.