დედამიწას შესაძლოა, ახალი კონტინენტი შეემატოს | Allnews.Ge

დედამიწას შესაძლოა, ახალი კონტინენტი შეემატოს

ფიქრობთ რომ დედამიწაზე მხოლოდ ექვსი კონტინენტია? ნუ იქნებით ძალიან დარწმუნებულები.

ახალი ზელანდია, რომელიც თითქმის მთლიანად წყნარი ოკეანის წყლებითაა მოცული - "კონტინენტთა კლუბის" ახალი პრეტენდენტი გახდა.

მეცნიერთა აზრით, ახალი ზელანდიას სრული უფლება აქვს კონტინენტად იწოდებოდეს და ისინი ამისთვის აუცილებლად იბრძოლებენ.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად.

2013 წლის აღწერის მონაცემებით, ახალი ზელანდიის მოსახლეობა 4 242 048 ადამიანს შეადგენს. ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიისა და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებზეა აგებული და განვითარებული ქვეყნების სიაში შედის შედის.

ახალი ზელანდიის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2009 წლის მაჩვენებლით, 80,36 წელია.

ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი კი დაახლოებით, 36 წელს შეადგენს.

myquiz