შემოდგომაზე აჭარაში მილიონზე მეტი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი | Allnews.Ge

შემოდგომაზე აჭარაში მილიონზე მეტი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი

ბათუმთან ახლოს, ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რის გამოც ეს ტერიტორია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ვიწრო სამიგრაციო გზად არის მიჩნეული. ეს მარშრუტი ცნობილია, როგორც "შავი ზღვი საიმიგრაციო მარშრუტი" ან "ბათუმის ძაბრი", რომელიც, როგორც ირკვევა მსოფლიოში მესამეა.

სპეციალისტების განმარტებით, დერეფნის სივიწროვე და ფრინველთა სიუხვე გამოწვეულია იმით, რომ ბათუმთან ზღვა და მთა ძალიან ახლოს არის, გადამფრენი ფრინველები კი ორივეს ერიდებიან და უნებურად ერთ მონაკვეთში იყრიან თავს. "ბათუმის ძაბრის" შესახებ პირველად ცნობა ბათუმში მყოფმა ფინელმა ორნითოლოგებმა, 1980-იანი წლების დასაწყისში გაავრცელეს.

აქ ყოველ შემოდგომაზე 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს.

Batumi Raptor Count-ის 2012 წლის მონაცემებით, ერთი დღის განმავლობაში, იქ 179.342 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა.

სამიგრაციო დერეფანს, 2012 წლიდან ტურისტული დანიშნულებაც აქვს.

ბათუმის ფრინველთა საერთაშორისო ფესტივალს სექტემბერში, ბევრი უცხოელი ფრინველებზე დამკვირვებელი სტუმრობს. ფესტივალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.

მსოფლიოში ფრინველთა ყველაზე დიდი გადაფრენის ადგილი ვერაკრუზში, მექსიკაშია. ის ვიწრო ხიდივით არის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის. ვერაკრუზთან ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილია ისრაელის ქალაქი ეილათის უკავია, რომლის მახლობლად ყოველ შემოდგომაზე ევრაზიიდან აფრიკაში მიმავალი 2-3 მილიონამდე ფრინველი გადაიფრენს. ხოლო სამეულის, საპატიო მესამე ადგილი, თავისი მნიშვნელობით "ბათუმის ძაბრს" უკავია.

წყარო

myquiz