რა გვეკრძალება ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს - ჟურნალისტების რეკომენდაციები | Allnews.Ge

რა გვეკრძალება ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს - ჟურნალისტების რეკომენდაციები

ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 130-მა ჟურნალისტმა იმოგზაურა, რის შედეგადაც მათ საბოლოოდ ჩამოაყალიბეს, თუ რა ტიპის შეკითხვების დასმისა და რისი გაკეთების უფლება არ გვაქვთ ამ ქვეყანაში ყოფნისას.

1. ჟურნალისტების რჩევაა, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას მას ჩრდილოეთ კორეა არასდროს ვუწოდოთ, არამედ მოვიხსენიოთ, როგორც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.

2. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს, კიმ ირ სენი, რომელიც 1994 წელს გარდაიცვალა, უნდა მოვიხსენიოთ, როგორც "სამარადისო პრეზიდენტი" ან "დიდი გენერალი" მის ვაჟს, კიმ ჩენ ირს "ხელმძღვანელს" და "ძვირფას ლიდერს" უწოდებენ, ქვეყნის ახლანდელ მმართველს კიმ ჩენ ინს კი "უმაღლეს ლიდერად" მოიხსენიებენ.

ერთ-ერთი ჟურნალისტი გვირჩევს, ყოველთვის გვახსოვდეს სიტყვა ლიდერი.

3. "არ დასვათ ბევრი შეკითხვა"- ასეთია რეპორტიორების კიდევ ერთი რჩევა:" განსაკუთრებით თუ კითხვები ვალუტის კურს ეხება. ჟურნალისტების განმარტებით, ქვეყანაში ვიზიტით მყოფ დელეგაციის წევრებსა თუ რეპორტიორებს სასტუმროდან დამოუკიდებლად გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჟღერებაც ცუდ ტონად ითვლება.

4. სიგარეტსა და სამოსს რაც შეეხება, კორეაში ძირითადად, ჩინური პროდუქცია შედის, ამერიკული კი ფაქტობრივად აკრძალულია, ამიტომ ამერიკული სიგარეტი და ზოგადად პროდუქცია აქ არ უნდა მოიკითხოთ

5. რაც შეეხება მეთვალყურეს, რომელიც მუდამ თქვენთან იქნება, რათა "დაგიცვათ", მეთვალყურეს ნუ დაუძახებთ, არამედ მოიხსენიეთ, როგორც გიდი, რადგან ტერმინი მეთვალყურე, მას უბრალოდ გააღიზიანებს.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით.

myquiz