ალიასკაზე ყინულების ქვეშ პირამიდა აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ალიასკაზე ყინულების ქვეშ პირამიდა აღმოაჩინეს

გლობალური დათბობა მსოფლიოს არაერთ ეკოლოგიურ პრობლემას უქადის, თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს. ალიასკაზე, მყინვარების გადნობის გამო, მკვლევარებს ყინულის საფარის ქვეშ უძველესი პირამიდის ნახვის უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.

პირამიდა რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მისი დანახვა მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესაძლებელი. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ აღმოჩენა ტექნოგენური წარმოშობისაა და არა ბუნებრივი, როგორც ამას აქამდე ვარაუდობდნენ. გეოლოგებისა და არქეოლოგების განმარტებით, ქვების წყობაში განსაკუთრებული სიფრთხილე შეინიშნება, წყობა კი ეგვიპტური პირამიდებისთვისაა დამახასიათებელი.

აღმოჩენის ზუსტი ასაკი ამ დრომდე არ არის დადგენილი, თუმცა, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მეტად სიღრმისეული ანალიზი მშენებლობის მიახლოებითი თარიღის დადგენას შეუწყობს ხელს. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით, პირამიდა შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩნდეს. თავისი კონსტრუქციით მას გიზის პირამიდას ამსგავსებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალიასკის მკვიდრ მოსახლეობას შორის ლეგენდა არსებობს, რომელიც ყინულებით მოცულ პირამიდაზე ჰყვება. ლეგენდის მიხედვით, პირამიდაში ბოროტი სულია გამოკეტილი.

myquiz