რა საბუთები დაგვჭირდება ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის დროს | Allnews.Ge

რა საბუთები დაგვჭირდება ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის დროს

თუ ვიზალიბერალიზაციამდე საელჩოსა და საკონსულოში ბევრი რთული პროცედურის გავლა გიწევდათ, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი იქნება საჭირო:

1. საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი;

2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი;

3. სამოგზაურო დაზღვევა;

4. სასტუმროს ან ბინის ჯავშანი, ხოლო თუ მეგობართან/ახლობელთან/ნათესავთან დარჩენას აპირებთ, მისი საცხოვრებლის მისამართი და ცნობა, რომ ის ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება;

5. თქვენი ანგარიშების ამონაწერი ბანკიდან;

6. სამსახურის მიერ გაცემული სახელფასო ცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის დაზღვევაში სამოგზაურო დაზღვევა შედის, მაშინ მოგზაურობის პერიოდის დაზღვევის შესახებ ცნობას სადაზღვეო კომპანიიდან აიღებთ. თუ პაკეტში აღნიშნული მომსახურება არ შედის, შესაბამისი პერიოდის დაზღვევას ცალკე გააკეთებთ.

საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო

თუ კერძო დაზღვევით სარგებლობთ და მომსახურებაში სამოგზაურო დაზღვევაც მოიაზრება, მაშინ მხოლოდ ცნობა გესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მომსახურებით არ სარგებლობთ, მაშინ აუცილებლად დაეზღვევით, რათა საზღვარზე პრობლემები არ შეგექმნათ.

ტურისტული კომპანიის განმარტებით, რომელსაც Allnews.ge დაუკავშირდა, შესაძლებელია, აღნიშნული საბუთების მიუხედავად, ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, რაიმე მიზეზის გამო, მაინც უკან დაგაბრუნონ,- "თუ ქვეყნიდან მოგაბრუნებენ, სამწუხაროდ, დეპორტაცია უკვე 5 წლიანი იქნება,"-აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

რა შემთხვევაში შეიძლება არ მოგვცენ ევროპაში ჩასვლის უფლება ვიზალიბერალიზაციის პირობებში

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 30 ქვეყანაში ჩასვლის შესახებ კანონი ევროკავშირმა 2017 წლის 2 თებერვალს დაამტკიცა, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურა დარჩა. უზივო მიმოსვლა სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz