ფინანსური რჩევები კარგი დასვენების მსურველებს | Allnews.Ge

ფინანსური რჩევები კარგი დასვენების მსურველებს

მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობი გახლავთ. ის ერთდროულადაა სასიამოვნო და სასარგებლო.

ბევრი ჩვენგანი მთელი წლის განმავლობაში აგროვებს ფულს ერთი საოცნებო მოგზაურობისთვის. არიან ისეთებიც, ვისაც საკუთარი ფინანსური შემოსავალი უფლებას აძლევს დასასვენებელი ფინანსები მარტივად გადადოს, თუმცა ფულის დაზოგვა ორივე ჯგუფისთვის სასურველია.

სწორედ ამიტომ დღეს vivus.ge-ს ბლოგი კარგი დასვენების მსურველებს ფინანსურ რჩევებს მისცემს.

რჩევა N1 - ეკონომია მგზავრობის ხარჯებზე.

პირველ რიგში გაიგეთ ყველა შესაძლო ავიარეისის ბილეთის ფასი და შეარჩიეთ ყველაზე დაბალფასიანი.

გახსოვდეთ გასაფრენი და უკან დასაბრუნებელი ბილეთების ერთდროულად შეძენა ყოველთვის უფრო იაფი ღირს ვიდრე ერთი გზის ბილეთის ორჯერ ყიდვა.

გარდა ამისა, ბილეთის ფასი მცირდება მისი წინასწარ შეძენის შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღამის რეისები უფრო იაფი ღირს ვიდრე დღის.

რჩევა N2 - ეკონომია საცხოვრებელზე.

სასტუმროს ნომრის დაგირავებასთან შედარებით, კერძო პირისგან ბინის ან ოთახის ქირაობა ბევრად უფრო იაფია. მეტი კომფორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ვებსაიტები და საცხოვრებელი ადგილი წინასწარ დაჯავშნოთ. ამ შემთხვევაში ადგილზე ჩასულს დრო აღარ დაგეკარგებათ ბინის ძებნაზე.

თუ უცხო ადამიანის სახლში შეშვება თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, სახლის დაკეტვის ნაცვლად, მოგზაურობის პერიოდში შეგიძლიათ საკუთარი ბინა გააქირავოთ და აღებული ფული დასვენების ხარჯებს დაამატოთ.

რჩევა N3 - ეკონომია ადგილობრივ ტრანსპორტზე.

შეგიძლიათ სხვა ტურისტებს დაუმეგიბდეთ და მათთან გაინაწილოთ ტაქსის, ექსკურსია-მძღოლის, ავტობუსის და ა.შ. ხარჯები.

უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე, სასურველია წინასწარ გაარკვიოთ ტრანსპორტის ფასები და არ გახდეთ გაბერილი ფასების მსხვერპლი.

რჩევა N4 - ეკონომია საკვებზე.

მოერიდეთ ტურისტული რაიონების, უბნებისა და ქუჩების რესტორნებს. აქ ფასები მაღალია, საკვებს კი დაახლოებით იგივეს გთავაზობენ რაც ქალაქის სხვა ნაწილებში მდებარე რესტორნებში შეგიძლიათ მიირთვათ.

თუ მოგზაურობისას ირჩევთ სასტუმროს, არჩევანი შეაჩერეთ ისეთ სასტუმროზე სადაც შვედური მაგიდა აქვთ.

რჩევა N5 - სხვა ზოგადი რჩევები მოგზაურობისას ფულის ეკონომიისთვის.

შოპინგისთვის წინასწარ, ინტერნეტის, ან გამოცდილი მეგობრების დახმარებით გაარკვიეთ იაფიანი მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ადგილმდებარეობა.

მობილურ ტელეფონს გამოურთეთ აპლიკაციების ავტომატურად განახლების ფუნქცია, რაც ინტერნეტის ხარჯებს შეგიმცირებთ.

სამოგზაუროდ წადით წინასწარ განსაზღვრული გეგმით, რომელიც იმ თანხის შესაბამისია რომელიც დასვენებისთვის გაქვთ გამოყოფილი.

აქვე შეგახსენებთ, vivusge-ში 50-დან 650 ლარამდე ონლაინ სესხები ყველაზე დაბალ პროცენტსა და ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, სწრაფად და მატივად გაიცემა.

R

myquiz