დედამიწის ყველაზე უხვთოვლიანი ქალაქები | Allnews.Ge

დედამიწის ყველაზე უხვთოვლიანი ქალაქები

ჩვენს ქალაქში მთელი ზამთრის განმავლობაში არ თოვს და რამდენიმე დღის ფიფქები რომ წამოვა ყველასთვის განსაკუთრებული შემთხვევაა ხოლმე. არსებობს ქალაქები, სადაც თოვლის მოსვლა არ "უკვირთ" და მისგან გადაღლილებიც კი არიან.

1. ქალაქი აომორი - იაპონია

იქ ზამთარში თოვლის საფარი 7 მეტრს აღწევს და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. ქალაქის თავზე შეგროვილი მძიმე ღრუბლები მთელი ზამთრის განმავლობაში არ იფანტება.

2. საპორო - იაპონია

უხვთოვლიანი ზამთარი ქალაქის 2 მილიონიან მოსახლეობასა და უამრავ ტურისტს თოვლის ფესტივალის მოწყობის საშუალებას აძლევს. ამ პერიოდში ბევრი კულტურული და გასართობი ღონისძიება იგეგმება. თოვლის ქალაქის შემოსავლის კარგი წყაროა, რადგან ზამთრის სეზონზე მას 2 000 000 ვიზიტორი სტუმრობს.

3. ტოიამა - იაპონია

დიახ, კიდევ ერთი, ყველაზე თოვლიანი ქალაქი იაპონიაში მდებარეობს და მოსახლეობას ყოველწლიურად 10 მეტრის სიმაღლის თოვლთან უწევს გამკლავება. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 417 000-ია.

4. სენტ-ჯონზი - კანადა

ქალაქში, რომელიც ნიუფაუნდლენდის პროვინციაში მდებარეობს, ძალიან ხშირად თოვს და მისი სიმაღლე 3 მეტრს აღწევს.

5. კვებეკი - კანადა

კვებეკში ზამთრის პერიოდში კარნავალები იმართება, რომელსაც ბევრი ტურისტი ესწრება, შესაბამისად, ქალაქში მხიარული ზამთარია.

6. საგენეი - კანადა

3 მეტრის სიმაღლის თოვლი კვებეკის ამ ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც 144 000 მაცხოვრებელია, ყოველ ზამთარს სტუმრობს. მოსახლეობაც უხვთოვლიან ზამთარს მიჩვეულია და ყოველ სეზონზე შესაბამის ზომებს იღებს.

7. აკიტა - იაპონია

2 მეტრის სიმაღლის თოვლი 320 000 მაცხოვრებელს ვერ აშინებს, თუმცა ხელს ნამდვილად უშლის, შესაბამისად, ყოველ ზამთარს, აკიტა მომზადებული ხვდება.

8. როჩესტერი - აშშ

როჩერსტერშიც 2 მეტრის სიმაღლის თოვლი მოდის, რომელიც ხანდახან ქარბუქში გადაიზრდება. ამის გამო, სამწუხაროდ, ადამიანებიც იღუპებიან.

9. ბუფალო - აშშ

2 მეტრის, "მაღალი ხარისხის" თოვლი, ბუფალოს ზღაპრულ შესახედაობას აძლევს, თუმცა ქალაქში ცხოვრება ფერხდება, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

მომზადებული Hellotravel-ის მიხედვით.

myquiz