პირველად 40 წლის განმავლობაში საჰარაში თოვლი მოვიდა | Allnews.Ge

პირველად 40 წლის განმავლობაში საჰარაში თოვლი მოვიდა

ფოტოგრაფმა კარიმ ბუჩეტატამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც საჰარის უდაბნოში მოსული თოვლია აღბეჭდილი. თოვლი პატარა ალჟირულ ქალაქში, ატლასის მთების ჩრდილოეთ ფერდობზე დაფიქსირდა.

ფოტოებში ჩანს, ქვიშაზე დადებული თოვლი, რომელმაც, დაახლოებით, ერთი დღის განმავლობაში გაძლო.

ფოტოგრაფის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უდაბნოში მოსულ თოვლს გაოცებული შეჰყურებდა, - "ფორთოხლისფერ ქვიშას თეთრი თოვლი ფარავდა და ამის ყურება შესანიშნავი იყო," - იხსენებს ფოტოგრაფი.

თოვლი უკანასკნელად, 1979 წელს, აინ სეფრაში დაფიქსირდა და ამ პერიოდში უხვმა ნალექმა ავტომობილების მოძრაობას სირთულე, დაახლოებით საათნახევარში შეუქმნა.

 

მომზადებულია independent-ის მიხედვით

myquiz