ყველაზე ხანმოკლე 8-წუთიანი საერთაშორისო ავიარეისი | Allnews.Ge

ყველაზე ხანმოკლე 8-წუთიანი საერთაშორისო ავიარეისი

მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე - 8-წუთიანი საერთაშორისო ფრენა განხორციელდა.

რეისი ავსტრიულმა ავიაკომპანია People's Viennaline-მა განახორციელა.

გამოცემა The Local-ის ინფორმაციით, ავიარეისი შვეიცარიის სენტ-გალენ-ალტენრჰაინის აეროპორტიდან გერმანიის ფრიდრიხსჰაფენის აეროპორტის მიმართულებით შესრულდა. საერთო ჯამში, ავიარეისი 20 წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა უშუალოდ ფრენაზე მხოლოდ 8 წუთი მოდის.

თვითმფრინავი, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში კაბინა ეხსნება

მარშრუტის სიგრძე მხოლოდ 20 კმ-ია. ავიაკომპანია რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს. ბილეთის ღირებულება 40 ევროა.

წყარო: bpn.ge

myquiz