კოლხეთის ეროვნული პარკი - ეს ყველაფერი შენია | Allnews.Ge

კოლხეთის ეროვნული პარკი - ეს ყველაფერი შენია

პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე - ეს ბუნების ის საგანძურია, რომლის ნახვაც კოლხეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ. მისი უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

პარკი ვიზიტორებს 3 სანაოსნო მარშრუტზე სხვადასხვა ტიპის ნავებით გასეირნების გარდა, ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკოსაგანმანათლებლო ტურებსაც სთავაზობს. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქ ფოთში მდებაროებს. აქ დაგეხმარებიან, რომ სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმოთ საფეხმავლო ტური, გასეირნება ჩვეულებრივი ან სანადირო ნიჩბიანი ნავით, ტური კატერით და სხვა.

15 ნაკრძალი ერთ ქვეყანაში - საქართველოს დაცული ტერიტორიები ათეულობით ცხოველისა და მცენარის ჯიშს ინახავს

ტურები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. თუმცა, ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდი ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომაა.

კოლხეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლის მონახულებაა შესაძლებელი. მათ შორისაა: ნოქალაქევი (ძვ.წ. IV-III, ახ.წ. IV-V სს), ციხეგოჯი- არქეოპოლისი, ხობის მონასტერი (XIII- XIV სს, დადიანების სასახლე- მუზეუმი (XIX ს), რუხის ციხე (XV საუკუნე).

უნიკალური ხავსი, რომელიც ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს

თუ რამდენიმე დღიან ტურს გეგმავთ, ღამე შეგიძლიათ, გაათენოთ როგორც ვიზიტორთა ცენტრში, ასევე ანაკლიის ტურისტულ თავშესაფარში. აქვე ქირავდება კარვები და საძილე ტომრები.

აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნული სააგენტო 1998 წელს შეიქმნა.

myquiz