ევროპელ თინეიჯერებს, შესაძლოა, სამოგზაუროდ 407 ევრო დაურიგონ | Allnews.Ge

ევროპელ თინეიჯერებს, შესაძლოა, სამოგზაუროდ 407 ევრო დაურიგონ

ევროპელ თინეიჯერებს, შესაძლოა, საჩუქრად 407 ევრო გადაეცეთ სამოგზაუროდ. ამ საკითხზე ევროკავშირში მსჯელობენ. კერძოდ, იგეგმება, რომ თითოეულ ახალგაზრდას, რომლებიც 18 წლის გახდებიან, საჩუქრის სახით მატარებლით მგზავრობის თანხა გადაეცეთ, იმისათვის რომ კონტინენტის მასშტაბით იმოგზაურონ.

"ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია და მზად ვართ ეს გეგმა განვახორციელოთ", - აღნიშნა ევროკავშირის ტრანსპორტის კომისიის ხელმძღვანელმა, ვიოლეტა ბალკმა. მისივე თქმით, გაერთიანებაში ამ გეგმის განხორციელება საპილოტე სქემის მიხედვით დაიწყება, თუმცა, ამისათვის კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

თუ ევროკავშირში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ ევროპელ თინეიჯერებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ მთელს ევროპაში - ათენიდან აბერდინამდე და ლისაბონიდან ჰელსინკამდე.

აღნიშნული პროგრამის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სამოგზაურო საჩუქრის გადაცემა ევროპელ ახალგაზრდებს კონტინენტის მასშტაბით ახალი მეგობრების შეძენის საშუალებას მისცემს.

"ახალგაზრდების მობილიზება აუცილებელია იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი ევროპის ნაწილი არიან. ამ პროგრამით მათ ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ მრავალფეროვან ევროპას", - წერია პროგრამის აღწერაში.

myquiz