11 უძველესი რესტორანი, რომელიც დღემდე მუშაობს | Allnews.Ge

11 უძველესი რესტორანი, რომელიც დღემდე მუშაობს

ყოველდღე იმდენი რესტორანი და კაფე იხსნება და იხურება, რომ ზოგჯერ ვერც კი ვასწრებთ მათი საფირმო კერძის დაგემოვნებას. ამასთანავე, არსებობს დაუწერელი კანონი, რომ ახლადგახსნილ რესტორანსა თუ კაფეში ფასებისა და საკვების ხარისხის თანაფარდობა კარგი უნდა იყოს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში გრძელდება.

სწორედ ამიტომ საინტერესოა ისეთი რესტორნებისა და ტავერნების მონახულება, რომლებიც საკუთარი უგემრიელესი საფირმო კერძებით, მომხმარებლებს საუკუნეების მანძილზე უწყვეტად იზიდავენ.

რესტორანი Rules Restaurant ლონდონში 1798 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობის ისტორიაში მან სამჯერ შეიცვალა მმართველი დინასტია, რესტორანი ყოველთვის რჩებოდა პირველადი ჩანაფიქრის ერთგული - "საუკეთესო ტრადიციული ეროვნული კერძები მისაღებ ფასად". სხვადასხვა დროს რესტორნის კლიენტები იყვნენ ჩარლზ დიკენსი, ჰერბერტ უელსი, კლარკ გეიბლი და ჩარლი ჩაპლინი.

რესტორანი Tavares Rico ლისაბონში 1784 წელს გაიხსნა. პირველივე დღიდან დაწესებულება, რომლის ელეგანტურ ინტერიერს მეფეებიც კი ვერ დაიწუნებდნენ, მომხმარებლებს სასმელებსა და უგემრიელეს კერძებს სთავაზობდა.

რესტორანი Griswold Inn ესექსში (კონექტიკუტი, აშშ) 1776 წელს გაიხსნა.

რევოლუციის დროს ესექსმა ეკონომიკური ბუმი განიცადა, როდესაც კონექტიკუტის კოლონიამ ერთ-ერთი პირველი ამერიკული სამხედრო ხომალდის "ოლივერ კრომველის" მშენებლობა დაიწყო და ქალაქისკენ გემთმშენებლები, პოლიტიკოსები და რევოლუციურად განწყობილი კოლონისტები გაეშურნენ. მათთვის 1776 წელს სასტუმრო Griswold გაიხსნა.

რესტორანი Sobrino de Botín მადრიდში 1725 წელს გაიხსნა. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, 1765 წელს ამ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად ცნობილი ესპანელი მხატვარი ფრანცისკო გოია მუშაობდა.

რესტორანი White Horse Tavern ნიუპორტში (როდ-აილენდი, აშშ) 1673 წელს გაიხსნა. ეს ტავერნა ნიუპორტის მოსახლეობასა და სტუმრებს უკვე 350 წელიწადზე მეტია ემსახურება.

რესტორანი Zur Letzten Instanz ბერლინში 1621 წელს გაიხსნა. თუმცა, იგი მოხსენიებულია 1561 წლის ტექსტებშიც.

მისი ძირითადი საფირმო კერძი ღორის ხორცია გრილზე, ხოლო ხორბლის ლუდის ადგილობრივი სახეობები იზიდავს ყველა მოყვარულს, მათ შორის ნაპოლეონსა და ანგელა მერკელს.

რესტორანი The Tour d’Argent პარიზში 1582 წელს გაიხსნა. მეფე ჰენრიხ III-ის დროიდან ამ რესტორანიდან მდინარე სენაზე შესანიშნავი ხედი იშლებოდა. მეფესა და მის ამალას ძალიან უყვარდა ნადირობის შემდეგ ამ რესტორანში გაჩერება და დასვენება.

რესტორანი Honke Owariya კიოტოში 1465 წელს გაიხსნა და უკვე 500 წლის მანძილზე ქალაქის სავიზიტო ბარათად რჩება. მას აუცილებლად სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტები. რესტორანში შეგიძლიათ სახელგანთქმული წვნიანი "სობა" მიირთვათ.

რესტორანი Zum Franziskaner სტოკჰოლმში 1421 წელს გაიხსნა და ქალაქის უძველეს რესტორანად ითვლება, სადაც შესანიშნავი ვახშმისა და არაფორმალურ გარემოში დროის გატარების შეთავსება შეიძლება.

რესტორანი Bianyifang პეკინში 1416 წელს გაიხსნა. შემწვარ იხვს პეკინურად ამ რესტორანში მინის დინასტიის იმპერატორთა მმართველობის დროიდან ამზადებენ.

რესტორანი St. Peter Stiftskeller ზალცბურგში 803 წელს გაიხსნა. დასაბუთებულად დადასტურებულია, რომ ეს ევროპაში ყველაზე ძველი რესტორანია. 803 წელს ის ცნობილმა პოეტმა, ღვთისმეტყველმა და მეცნიერმა ალკუინმა მოიხსენია. მას შემდეგ რესტორანის კლიენტები სამეფო ოჯახის წევრები, მღვდლები და უბრალო მოგზაურები იყვნენ.

myquiz