რუსეთში მდინარემ წითელი ფერი მიიღო | Allnews.Ge

რუსეთში მდინარემ წითელი ფერი მიიღო

დალდიკანის მდინარე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ქალაქ ნორილსკში მიედინება, მომწვანო-მოლურჯოს ნაცვლად მოულოდნელად წითელი ფერის გახდა. ამის ზუსტ მიზეზს მეცნიერები ვერ ასახელებენ, თუმცა მათი ორი მოსაზრება უკვე ცნობილი გახდა.

პირველი ეჭვის თანახმად, მდინარემ წითელი შეფერილობა ნორილსკის მიწაში დიდი რაოდენობით არსებული რკინის გამო მიიღო, მეორე ვარაუდი კი ქიმიური ნარჩენების კალაპოტში გაჟონვაა.

"ეი-ბი-სი"-ს ცნობით, ნორილსკი ქარხნებისგან დაბინძურებული ქალაქია, რასაც რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრიც ადასტურებს და ეჭვობს, რომ ეკოლოგიური პრობლემა, შესაძლოა, კომპანია "ნორილსკ ნიკელის" მილებიდან ნარჩენების გაჟოვნამ გამოიწვია.

კომპანია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მკაცრად აკონტროლებენ თავიანთი გაყვანილობებისა და ქარხნების მდგომარეობას.

კომპანიისგან განსხვავებულ პოზიციაზე იმყოფებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათი თქმით, მდინარის"გაწითლებით" გაოცებულები არ არიან, რადგან ქარხნების გამო ის მუდმივად ბინძურდება.

ირანში მწვანე ტბა წითლად შეიღება

დალდიკანის მდინარეს ნორილსკის მაცხოვრებლებმა "წითელი ზღვა" შეარქვეს.

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.

myquiz