სუზოუ - ჩინეთის ვენეცია | Allnews.Ge

სუზოუ - ჩინეთის ვენეცია

ჩინეთის ქალაქ სუზოუში წარსული ისევ ცოცხლობს, ვინაიდან მის არხებს კლასიკური, ძველებური ბაღები აკრავს, რომლებიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ასეულობით წლის წინ.

ამ ჩინურ ქალაქს დასავლეთით ტბა ტაი ესაზღვრება, ხოლო მისი ქუჩები არხებით დაქსელილია, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ჩინეთის ვენეციას".

ქალაქის მთავარი არტერია დიდი არხი "და იუნჰეა",  რომელიც 1 800 კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ არხის წყალობით, 1368-1644 წლებში, სუზოუ ჩინეთის ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ამჟამადაც ის ადგილობრივ სატრანსპორტო გზად გამოიყენება და აქ გავლისას შესანიშნავი ხედი იშლება. ნავით დაქირავების შემთხვევაში, რომელსაც ძველებურ სამოსში გამოწყობილი გონდოლიერები მართავენ, იხილავთ სუზოუს ულამაზეს ადგილებს, რომლებსაც საუკუნეების წინანდელი იერსახე ახლაც შემორჩენილი აქვთ.

ქალაქი სავსეა მწვანე ნარგავებით: ბამბუკებით, წყალმცენარეებით, რომლებიც ტრადიციულ ჩინურ იერსახეს ინარჩუნებს და დეკორატიულ ბაღებს ქმნის. აქ შეხვდებით მე-11 საუკუნის "ლურჯი ტალღის პავილიონსაც", რომელიც ქალაქის უძველესი ბაღია და გიჩვენებთ, ჩინეთში მებაღეობისა და მცენარეების მოვლის საუკუნოვან ტრადიციასა და ხელოვნებას.

5 000 წლის განმავლობაში, ქალაქი სუზოუ ჩინეთში აბრეშუმის გზას წარმოადგენდა, სადაც ძველი სავაჭრო ტრადიციები ახლაც შემორჩენილია. ქალაქში ჩასვლისას სიძველის გრძნობა დაგეუფლებათ, რადგან აქ ვერც დროს იგრძნობთ და გეგონებათ, რომ ძველ დროში მოგზაურობთ.

მომზადებულია BBC Travel-ის მიხედვით

myquiz