მონაკოს ტერიტორიას ხელოვნურად გააფართოვებენ | Allnews.Ge

მონაკოს ტერიტორიას ხელოვნურად გააფართოვებენ

2025 წლისთვის ევროპის ჯუჯა სახელმწიფოს, მონაკოს ტერიტორია 6 ჰექტარით გაიზრდება.

მონაკოს გაფართოვებაზე ფრანგული საინჟინრო კომპანია Bouygues-ი იმუშავებს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ამ ჯუჯა სახელმწიფოს ტერიტორიას ზღვის სანაპიროს გაზრდის შედეგად გააფართოვებენ, რისთვისაც მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ახალი ტერიტორია იმ ნაყარის საშუალებით გაჩნდება, რომელიც შემოსაზღვრული იქნება 18 ბეტონის ტრაპეციული ძელით, რომელთა სიმაღლე 26 მეტრია, ხოლო თითოეულის მასა 10 ათასი ტონა. ახალ ტერიტორიაზე იგეგმება საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომლის საერთო ფართი 60 ათასი კვ/მ იქნება, ასევე განთავსდება პარკინგის ადგილი, რეკრეაციული პარკები და სანაპირო.

როგორც Bouygues-ში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვას.

მონაკო მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მოწინავე პოზიციებზეა და კვადრატულ კილომეტრზე 18,7 ათასი მოსახლე მოდის.

კოკა კვირკველია

წყარო: bpn.ge

myquiz