გიგანტურმა დირიჟაბლმა პირველი ფრენა განახორციელა | Allnews.Ge

გიგანტურმა დირიჟაბლმა პირველი ფრენა განახორციელა

დიდ ბრიტანეთში გიგანტურმა დირიჟაბლმა Airlander 10 პირველი ფრენა შეასრულა. დირიჟაბლის სიგრძე თითქმის 100 მეტრს შეადგენს, ხოლო საცდელი ფრენა 20 წუთს გაგრძელდა.

Airlander 10 - მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდია. თავდაპირველად მის შექმნაზე ამერიკელი სამხედროები მუშაობდნენ, თუმცა სახსრების შემცირების მიზნით პროექტი დაიხურა. 2013 წელს კომპანია Hybrid Air Vehicles-მა გამოისყიდა პროექტი და გიგანტური დირიჟაბლის შექმნაზე მუშაობა გააგრძელა.

Airlander 10 ჰელიუმით არის გავსებული. მას 10 ტონამდე ტვირთის აწევა შეუძლია. თავდაპირველად დირიჟაბლი აშშ-ს შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო ოპერაციებისთვის იქმნებოდა.

myquiz