დუბაიში მამაკაცი "ფეისბუქში" განთავსებული სტატუსის გამო დააკავეს | Allnews.Ge

დუბაიში მამაკაცი "ფეისბუქში" განთავსებული სტატუსის გამო დააკავეს

ბრიტანელი მამაკაცი დუბაიში "ფეისბუქზე" დაწერილი ე.წ პოსტის გამო დააკავეს. იგი თითქმის ერთი თვეა ციხეშია, იმის გამო რომ სოციალურ ქსელში ავღანეთში მყოფი ლტოლვილებისთვის თანხის შეგროვების შესახებ დაწერა.

ბრიტანელმა, სკოტ რიჩარდსმა არ იცოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოქმედი "უცნაური" კანონმდებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია ქვეყანაში არარეგისტრირებული ნებისმიერი ორგანიზაციის საშუალებით საქველმოქმედო საქმიანობა. ამ კანონის დამრღვევი ჯარიმდება დაახლოებით 20 000 ფუნტით ან ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

42 წლის მამაკაცი 28 ივლისს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაშია. როგორც ორგანიზაციის "დაკავებულები დუბაიში" დამფუძნებელი, რადა სტირლინგი ამბობს, რიჩარდსის მეუღლეს დაკავებულის ნახვის უფლება მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს. გარდა ამისა, წინასწარი დაკავების იზოლატორში მძიმე პირობებია.

"ის ალ-მურაქაბათის პოლიციის შენობაში ჰყავთ, რომელიც ყველაზე ცუდი ადგილია. საკანში ძალიან ბევრი ადამიანია, იქ სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებულ ადამიანებს ნახავთ ერთად. გარდა ამისა, არ არის ზეწრები, ლეიბები. პატიმრებს სივიწროვეში უწევთ დაძინება", - აღნიშნა მან.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

myquiz