"კავკასიის კალიფორნია"- New York Times-მა საქართველოს სტატია მიუძღვნა | Allnews.Ge

"კავკასიის კალიფორნია"- New York Times-მა საქართველოს სტატია მიუძღვნა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის. მასალა სათაურით „კავკასიის კალიფორნია“ საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის სიტყვებით იწყება.

"ჩვენი ჯგუფი თბილისში წაგვიყვანეს. იქ ჩასვლა ოზის საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრასავით იყო - უცებ ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა", - ამბობს ელჩი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირშესანიშნაობები, რომელსაც New York Times ღვინის უძველესი კულტურის, თერმული აბანოებისა და შესანიშნევი კერძების დედაქალაქს უწოდებს.

"90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და მშვიდობიანი, პროდასავლური რევოლუციის შემდეგ, თბილისმა დიდი აღორძინება განიცადა და ახლად შეძენილი ამბიციები ყველგან ჩანს", - ნათქვამია მასალაში.

myquiz