ადამიანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში „ჰობიტის სახლებში“ ცხოვრობენ | Allnews.Ge

ადამიანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში „ჰობიტის სახლებში“ ცხოვრობენ

ესპანეთში მდებარე გუადრიქსის ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ მიწურ სახლებში ასობით წელიწადი ცხოვრობდნენ. სანამ ქალაქს მიუახლოვდები, შორიდან პატარა საკვამურები ჩანს, მთაზე ასვლისას კი მცირე ზომის სახლებს შეამჩნევთ, რომელთა ოთახებიც, ძირითადად, მიწაშია განლაგებული.

სახლები, როგორც წესი, თეთრი ფერისაა და, თითქმის, იდენტურად გამოიყურება, მათ მაცხოვრებლებს კი "ტრაგლოდიტებს" ანუ გამოქვაბულის ადამიანებს უწოდებენ. ისინი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და "ჰობიტის სახლების" მოსანახულებლად ჩასულებს დაუყოვნებლივ სახლში ეპატიჟებიან.

"ბევრი ფიქრობს, რომ აქაურობა ჭუჭყიანი და ბნელია, მაგრამ როდესაც თქვენი თვალით იხილავთ, დარწმუნდებით, რომ ასე არაა," - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ჟოზე და აქ ჩამოსულებს, სახლებზე ამაყად მიუთითებს. ჟოზეს თქმით, მისი წინაპრები გუადრიქსში დაიბადნენ და გაიზარდნენ, იმავე სახლში გაატარეს მთელი ცხოვრება, სადაც ახლა თვითონ ცხოვრობს.

ქალაქში ასევე მდებარეობს ეკლესია და არაბული სტილის კოშკი. აქ 2 000-ზე მეტი მიწური სახლია, რომელიც ევროპის ყველაზე დიდ გამოქვაბულთა სისტემას ქმნის.

წლების წინ გუადრიქსი ღარიბი და განუვითარებელი ქალაქი ეგონათ, თუმცა შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით პოპულარობა მოიპოვა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა.

myquiz