2020 წლისთვის ინდოეთი ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდება - 15 საინტერესო ფაქტი ინდოეთზე | Allnews.Ge

2020 წლისთვის ინდოეთი ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდება - 15 საინტერესო ფაქტი ინდოეთზე

ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა - ის მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს.

Business Insider-მა ინდოეთის შესახებ საინტერესო და გასაოცარი ფაქტები შეაგროვა.

1. ინდოეთის გზების სიგრძე იმდენად დიდია, რომ ეს გზა დედამიწას 117-ჯერ შემოუვლიდა.

2. მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ნიუ-დელიშია.

3. 2012 წელს, ინდოეთის ქუჩებში ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი იღუპებოდა.

4. 25 ყველაზე მდიდარი ინდოელის საერთო ქონება 174. 8 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც უკრაინის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) უტოლდება.

5. ინდოეთი მსოფლიოში წარმოებული ვისკის თითქმის ნახევარს მოიხმარს.

6. 2020 წლისთვის ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა იქნება. ამ დროისთვის ქვეყანაში საშუალო ასაკი 29 წელი იქნება.

7. მსოფლიოში ყველაზე ტენიანი ადგილი, ჩერაპუნჯი ინდოეთში მდებარეობს. აქ წელიწადში ნალექიანობის საშუალო მაჩვენებელი 40 ფუტია.

8. ინდოეთის მიწის 25% უდაბნოდ იქცევა - ეს სამი გაერთიანებული სამეფოს ტოლი ტერიტორიაა. გაუდაბნოებას განუწყვეტელი წვიმებისგან გამოწვეული მიწის დეგრადაცია იწვევს.

9. წელიწადში ინდოეთს 415 მლნ დოლარის ღირებულების თმა გააქვს ექსპორტზე.

10. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ხარჯები ინდოეთში 2020 წლისთვის გასამმაგდება და 3.6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

11. 2012 წელს ინდოეთში დღეში 371 თვითმკვლელობა ხდებოდა.

12. ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ძროხების პოპულაციით.

13. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი ინდოეთში მდებარეობს - მისი ღირებულება 1 მლრდ დოლარია, რაც სომალის მშპ-ს უტოლდება.

14. 2015 წლის მონაცემებით, სამედიცინო ტურიზმის მოცულობამ ინდოეთში 3 მლრდ დოლარი შეადგინა.

15. ინდოეთის ქვანახშირის მარაგი 275 მლრდ ტონაა - რაც 1.37 მლრდ ლურჯი ვეშაპის ექვივალენტია. სამყაროში ყველაზე დიდი ცხოველი ლურჯი ვეშაპი 200 ტონაზე მეტს იწონის.

myquiz