თანამედროვეობისა და ისტორიული წარსულის გზაგასაყარზე - ჩვენი პირველი წინაპრების კულტურას საფრთხე ემუქრება | Allnews.Ge

თანამედროვეობისა და ისტორიული წარსულის გზაგასაყარზე - ჩვენი პირველი წინაპრების კულტურას საფრთხე ემუქრება

დაპირისპირება თანამედროვეობასა და 20 000 - წლიან ტრადიციას შორის, სანის ტომი კულტურულ გზაგასაყარზე იმყოფება.

მსოფლიოს ეს უძველესი ხალხი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, ბოტსვანაში, ანგოლასა და ნამიბიაში, ცხოვრობს. ჩვენი პირველი წინაპრებისა და ჰომო საპიენსის პირდაპირი შთამომავლების კულტურა, ტრადიცია და მემკვიდრეობა დღესდღეობით საფრთხის წინაშე დგას.

ბუშმენთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 80 000 კაცს შეადგენს. მომთაბარეები 25–30 კაციან ჯგუფებად ცხოვრობენ და ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენენ თავს. მათ იციან, როგორ გაიტანონ თავი უდაბნოს მკაცრ პირობებში და შეუძლიათ ისეთ ადგილებში მოიპოვონ საკვები, სადაც თითქოს არაფერია ქვიშისა და ბუჩქნარის გარდა.

ბუშმენები ათასწლეულების განმავლობაში ცენტრალური კალაჰარის დაცულ ტერიტორიაზე ხელშეუხებლად ცხოვრობდნენ, თუმცა 1997 წელს ხელისუფლებამ დაცული ტერიტორიის შენარჩუნებისა და საზოგადოების ძირითად ჯგუფებთან მათი ინტეგრაციის მიზნით, სანის ტომი ახლომდებარე სოფლებში გადაასახლა.

"კულტურა არის ყოველდღიურობის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება მოკვდეს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კულტურა არის დინამიკური"- ამბობს სანის ტომის ერთ-ერთი წევრი ბაჯიელა სეკერი.

სხვადასხვა სოფელში დასახლებულ, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ინტეგრაციის პროცესში მყოფ სანის ტომს მრავალწლიანი ტრადიციის შენარჩუნება სულ უფრო მეტად უჭირს.

"ბუშმენი ბავშვები ადგილობრივ სკოლაში დადიან და, შესაბამისად, მათ გაუჭირდებათ ჩვენი კულტურის შენარჩუნება, რადგან მათ ცხოვრების სხვა სტილს აჩვევენ."-ამბობს სეკერი: "მაგალითისთვის ენა რომ ავიღოთ, თუ ისინი ინგლისურს ისწავლიან, ეს იმას ნიშნავს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ენა დაზარალდება."

სეკერემ საფრთხის წინაშე მყოფ ტრადიციას შორის ტრანსში შემყვანი ცეკვაც დაასახელა და განმარტა, რომ ბუშმერების კულტურის განმსაზღვრელი ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი თანამედროვე მუსიკისა და ცეკვის განვითარების პარალელურად მნიშვნელობას დაკარგავს და, საბოლოო ჯამში, გაქრება.

სანის ტომის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმედი დაკარგული არ არის, სანამ ისტორიული მემკვიდრების შენარჩუნების მსურველები ჯერ კიდევ არიან.

"კულტურა თავისთავდ აყალიბებს შენს პიროვნებას. ახლა ჩვენი დროა ახალგაზრდების, რომ ვისწავლოთ წინა თაობის ადამიანებისგან, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას და დავიცვათ ის, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.-ამბობს სანას ტომის ახალგაზრდა წევრი.

myquiz