თბილისი 1947 - დედაქალაქი რობერტ კაპას ფოტოობიექტივში | Allnews.Ge

თბილისი 1947 - დედაქალაქი რობერტ კაპას ფოტოობიექტივში

ანდრე ფრიდმანი იგივე, რობერტ კაპა, 1913 წლის 22 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა.

მეოცე საუკუნის გენიალურმა ფოტოჟურნალისტმა, 1947 წელს, ამერიკელ მწერალ ჯონ სტეიბეკთან ერთად საქართველოში იმოგზაურა და უნიკალური ფოტოები გადაიღო.

ფოტოგრაფმა, რომელმაც სულ 40 წელი იცოცხლა, 5 ომის აღბეჭდვა შეძლო.

1947 წელს, კაპამ მეგობრებთან ერთად ფოტოსააგენტო "მაგნუმი" დააფუძნა.

დღეს ის ყველაზე წარმატებული სააგენტოა, რომელიც თანამედროვეობის საუკეთესო ფოტოდოკუმენტალისტებს აერთიანებს.

myquiz