იხილეთ "ველოსიპედების სახლი" ბერლინში | Allnews.Ge

იხილეთ "ველოსიპედების სახლი" ბერლინში

ცნობილია, რომ გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქში გადასაადგილებლად უპირატესობას ველოსიპედს ანიჭებს. სწორედ ამიტომ ბერლინში ტრანსპორტის ამ სახეობისთვის უამრავი სპეციალური ბილიკია განკუთვნილი.

ბერლინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარეუბან ალტლანდსბერგში, ველოსიპედებისთვის მიძღვნილი ერთგვარი "ძეგლიც" კი არსებობს.

ისევე, როგორც ყველაფერი გენიალური, ველოსპედების მაღაზიის ექსტერიერის მორთვის იდეაც მოულოდნელად გაჩნდა.

ინსტალაცია მალევე იქცა ტურისტების საყვარელ ადგილად და უჩვეულო მაღაზიის სურათები  მრავალი ჟურნალ-გაზეთის გარეკანზეც მოხვდა.

ამჟამად, "ველოსიპედების სახლი" ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

myquiz