როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო სასტუმრო | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო სასტუმრო

სასტუმრო ნიჰივატუ, რომელიც ელიტური საკურორტ სუმბაზე მდებარეობს და ადრე მხოლოდ სერფერებისთვის თუ იყო ცნობილი. იგი აერთიანებს 8 ვილას, რომელთაგან თითოეულს ღრმა საცურაო აუზი, ხეზე განლაგებული 24-საათიანი სპა-სალონი, ცხენოსნობის ცენტრი და რესტორანი აქვს, სადაც ცეცხლზე მომზადებული სასარგებლო კერძების დაგემოვნება შეიძლება.

ტურისტული სეზონის დროს ამ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 12 ათასი აშშ დოლარი ღირს. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ მზის ჩასვლით, დაკავდნენ სერფინგით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ჩანჩქერები და იხილონ ბრინჯის პლანტაციების შესანიშნავი ხედები.

კუნძული სუმბა ზომით ორჯერ აღემატება ცნობილ კუნძულ ბალის, მაგრამ თითქმის არაა განაშენიანებული.

Travel + Leisure-ის ყოველწლიურ რეიტინგში პირველი ადგილი ნიჰივატუმ ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირებისა და კუნძულის ეკოლოგიაზე თითქმის, შეუმჩნეველი გავლენის წყალობით დაიკავა.

სასტუმრო ნიჰივატუ ამერიკელმა სერფერმა და მისმა გერმანელმა მეუღლემ 1988 წელს გახსნეს. თავიდან ეს სერფერებისთვის განკუთვნილი სასტუმრო 10 ნომერზე იყო გათვლილი, მაგრამ თანდათანობით ელიტურ ადგილად გადაიქცა.

2012 წელს ის ამერიკელმა მეწარმემ კრიც ბიორჩმა შეიძინა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

myquiz