ვენეციაში დამსვენებლებს წვიმის შემთხვევაში კომპენსაციას გადაუხდიან | Allnews.Ge

ვენეციაში დამსვენებლებს წვიმის შემთხვევაში კომპენსაციას გადაუხდიან

ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ვენეციაში მდებარე იტალიური კურორტის ეზოლოს პლაჟებზე ტურისტებს წვიმიანი ამინდის გამო კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ გაზეთი La Nuova Venezia იუწყება.

საზაფხულო წინადადება "რუჯი ან ფულის დაბრუნება" ძალაში 24 ივნისს შევიდა. შეზლონგის ქირაობა ეზოლოს პლაჟებზე დღეში 13-18 ევრო ღირს.

ტურისტს ფული იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი იმ დღეს, როდესაც ის პლაჟზე ადგილს დაჯავშნის, 11-დან 17 საათამდე სამ მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვა.

ეზოლოს ტურიზმის დეპარტამენტმა ასეთი ნაბიჯი რეგიონში დამსვენებლების რიცხვის გასაზრდელად გადადგა, რადგან ცუდმა ამინდებმა გეგმები ბევრ ტურისტს ჩაუშალა.

myquiz