ახალი ზელანდიის პატარა ქალაქი 1000-მდე სამუშაო ადგილით ახალ მაცხოვრებლებს ელის | Allnews.Ge

ახალი ზელანდიის პატარა ქალაქი 1000-მდე სამუშაო ადგილით ახალ მაცხოვრებლებს ელის

ახალი ზელანდიის ამ პატარა ქალაქს უჩვეულო პრობლემა აქვს. სამუშაო ადგილების სიჭარბე, ბინების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ნაკლებობა. კაიტენგატას 800 მოსახლეს ახალი მაცხოვრებლების მოსაზიდად სპეციალური კამპანიის ჩატარება უწევთ.

ქალაქის გარეუბანში სახლისა და ნაკვეთის შეძენა 165 ათას ამერიკულ დოლარად არის შესაძლებელი. ქლატას ოლქის გამგებლის, ბრაიან კატოგანის განმარტებით 1000-მდე სამუშაო ადგილი ვაკანტურად არის დარჩენილი და ადგილობრივ მოსახლეობას მისი შევსება არ შეუძლია.

"როდესაც მე ვიყავი დაუსაქმებელი და ოჯახის რჩენა მიჭირდა, ახალი შანსი მივიღე, ახლა გვსურს იგივე შესაძლებლობა სხვა ოჯახებს შევთავაზოთ"- ამბობს კლუტას გამგებელი.

ბრაიან კატოგანის განმარტებით, მათ დაუსაქმებელთა რაოდენობა 2 ადამიანამდე შეამცირეს.

ოლქში ძირითადი დამსაქმებლები ინდუსტრიულ საქმიანობასთან არიან დაკავშირბულები, აქვთ რძის ნაწარმის ფაბრიკები, რომლისთვისაც მუშა ხელი სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ, ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული ადგილი კი 1 საათის სავალზეა.

სამსახური 268 000 დოლარიანი ხელფასით და სამ თვიანი შვებულებით, რომელიც არავის სურს

კატოგანის თქმით, ახალ ზელანდიაში ბევრი ადამიანისთვის ცხოვრება ერთი დიდი გაუთავებელი ტვირთია, რაც, პირადად მას, გულს სტკენს.

"ჩვენ ცოტა ძველმოდური საზოგადობა გვაქვს- არ ვკეტავთ ჩვენი სახლის კარებს და ბავშვებს გარეთ თავისუფლად სირბილის უფლებას ვაძლევთ. გვაქვს სამსახურები, სახლები, მაგრამ არ გვყავს ხალხი. ერთადერთი სურვილი, რაც გვამოძრავებს ქალაქის კვლავ გამოცოცხლებაა, ამიტომ ყველა მსურველს გაშლილი ხელებით ვეგებებით"- ამბობს ფერმერი ევან დიკი.

myquiz